ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „ომეგას“ დასმული შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ  გარდა იმისა, რომ გაურკვევლად საუბრობენ თავიანთ თემებზე ტელევიზიებში, ასევე, გაურკვევლად ამონტაჟებენ ჩანაწერს. 

სრულად...

„ქვემო ქართლი, ტრადიციულად,  არის  საქართველოს ერთ-ერთი ინდუსტრიული რეგიონი, შესაბამისად, როგორც მინისტრს, მაინტერესებს ხალხის აზრი, თუ რა პრობლემებია დღეს აქ ეკონომიკური კუთხით და რით შეიძლება, რომ ამ რეგიონს დავეხმაროთ“,  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტურიზმის სფეროს განვითარებას, საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით დაინტერესებასა და ზოგადად, სპორტის მიმართულებით პროექტების განხორციელებას შეეხება.  

სრულად...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი 22 ნოემბერს შვეიცარიული სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის, „Küehne+Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით. 

სრულად...

ფრეზეთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლიეტუვას მთავრობის მიერ დაფინანსებული განახლებადი ენერგიების პროექტის დასრულებას შეეხებოდა. 

სრულად...

სატყეო ნარჩენები, ე.წ. ბიომასა ლიეტუვაში ძალიან ეფექტურად გადამუშავდება სითბურ ენერგიად. ჩვენ შეგვიძლია ბიომასის გადამუშავების ეს ალტერნატიული ტექნოლოგია გამოვიყენოთ სხვადასხვა სოფელში, სადაც რელიეფური თუ სხვა მიზეზებით გართულებულია ბუნებრივი აირის შეყვანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

სრულად...

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ გაწეული რეკომენდაციები განსაკუთრებით წარმატებით შესრულებულად შეაფასა და საქართველო ამ კუთხით სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელა.

 

სრულად...

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია VIVUS-სთან შეთანხმებას მიაღწიეს. მაჭავარიანის თქმით, კომპანია შეუერთდება მთავრობის ინიციატივას ვალების ჩამოწერის შესახებ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0101 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი