აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მინისტრის შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური და სასარგებლო იყო - საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.
ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა.
„მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი მესიჯია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის“, აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
„ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგებში წინსვლა ძალიან სერიოზულ გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ეს არის სტაბილური ქვეყანა“, ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საერთაშორისო კვლევას „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“, რომლის თანახმად მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.
საქართველო უკვე მესამე წელიწადია ინარჩუნებს ადგილს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ათეულში, სადაც მეშვიდე ადგილზე გავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური თვალსაზრისით ქვეყანა იხვეწება და სტაბილურობას იძენს,“ განაცხადა „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ.
საერთაშორისო კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“ მიხედვით, საქართველო იკავებს მე-7 ადგილს 162 ქვეყანას შორის. კვლევა, ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით, კანადურმა ფრეზერის ინსტიტუტმა მოამზადა.
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში 162 ქვეყანას შორის საქართველო მე-7 ადგილზეა - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ინიციატივით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.