საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0058 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“-ში დღეს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ შენობა და სასწავლო ცენტრს გაიხსნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გაუფასურდა.
„მე დღეს გავაჟღერე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ საკრედიტო-საგარანტიო ფონდში როგორც აქციონერები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრის კომენტირებისას.
„ეს არის ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის“ ახალი საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან ოპერირება Wizz Air-ის მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მარკეტინგის დირექტორი იოჰან ეიდჰაგენი დაესწრნენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0085 პუნქტით გაუფასურდა.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვედა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი ხელმძღვანელობდა.
„ბიზნესკავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - ეს არის პროექტი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში,“ საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-თან ერთად, გაერთიანებული სამეფოს (UK Good Governance Fund) „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით ახორციელებს.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მეწარმე ქალებს შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ქალბატონებმა. ფედერაციამ განახლებულ ფორმატში პირველი შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა. შეხვედრას 60-ზე მეტი ბიზნეს ქალბატონი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.