საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში 12-ნომრიანი სასტუმრო განთავსდება. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე, მაღალი კონკურენციის შედეგად, მორიგი უძრავი ქონება გაყიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0272 პუნქტით გამყარდა.
ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი იყო.
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
14 დეკემბერს გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ცნობილი გახდება როგორ ვაფასებთ იმ რისკებს, რაც შეიძლება არსებობდეს ინფლაციასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, გარკვეული მოლოდინებიდან შექმნილი აჟიოტაჟი იყო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დმანისისა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემაზე საუბრისას თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაში არის ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში და მთავრობას მან ამის საწინაღმდეგო ზომების სასწრაფო გატარება მოსთხოვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 დეკემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0519 პუნქტით გაუფასურდა.
„ბლუმბერგის“ სავაჭრო ტაბლოზე 1 ლარის ღირებულება დღეს ერთხანს, თბილისის დროით დაახლოებით 15:00 საათზე, 2.67 აშშ დოლარამდე იყო ასული, მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.5450-ით გაიხსნა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ სწრაფად დაიწყო კლება და ამ დროისთვის, (16:20 საათი) 1 ლარის ფასი 2.56.38 აშშ დოლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.