საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალი წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმა განხორციელდება, რაც ყველა დონის ბიუჯეტის, ასევე საჯარო სამართლის იურიდული პირების (სსიპ), გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახაზინო მომსახურებაზე გადასვლას ითვალისწინებს.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ, პროფესორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილისა და კლაუს შვაბის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
საქართველოს მთავრობა თეთრი ყურძნის სუბსიდირებას 35 თეთრით, ხოლო წითელი ყურძნის 15 თეთრით განახორციელებს.
მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტის გეგმის შესრულებას 126 მილიონი ლარი დააკლდა. ბიუჯეტის გარღვევის მიზეზი ამჯერადაც გრანტები და კრედიტებია.
"ტავ ჯორჯიასთან" დასადები განახლებული ხელშეკრულება თურქულ კომპანიას ახალ ვალდებულებებს გაუჩენს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის ექსპერტთა დასკვნამ აჩვენა, რომ "ტავ ჯორჯიას" მიმართ ბევრი პრეტენზია აბსოლუტურად სწორი იყო.
შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამატებით 75 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება. საფინანსო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს.
მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, მედიას სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო სტრუქტურების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით, ბიუჯეტში პრობლემა არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.