აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უსაფრთხო ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ მთელ დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს სტაბილური ბუნებრივი გაზით.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში სადღეისოდ იმდენი ინფრასტრუქტრული პროექტი ხორციელდება, რომ მსგავსი რამ ოპოზიციას სიზმარშიც კი არ ექნება ნანახი.
ლარი დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 6 მარტისთვის 2.1415 ლარი იქნება, 1 ევროსი კი 2.3657.
ცოტა ხნის წინათ პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, საგადასახადო შეღავათები დაწესდებოდა, დღეს ფინანსთა მინისტრმა კანონპროექტის სახით წარმოადგინა.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გადასახადების გაზრდას არ აპირებს.
მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდა არ იგეგმება, განუცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციის კომენტირებისას.
ლარის კურსთან დაკავშირებულ მოვლენებს მთლიანად გარე ფაქტორებს უკავშირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფითსი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით 1 აშშ დოლარის ლართან გაცვლითი კურსი 5 მარტისთვის 2.1075 ლარი იქნება, 1 ევროსი კი 2.3443, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი ძირითად უცხოურ ვალუტებთან გამყარების ტენდენციას განაგრძობს.
მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლების შეხვედრაზე.
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ბიუჯეტის კორექტირება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არის ის პირველი ნაბიჯები, რაც მთავრობამ სავალუტო კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა გადადგას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.