ეკონომიკა

ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში, ჩვენ კიდევ ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში, მანამდე გვაქვს ეს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 11.3 პროცენტია.

სრულად...

მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი,12% იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 24.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს, რაც 21.6 პროცენტით მეტია.

სრულად...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მერთან ერთად, 16 წლამდელთა გოგონათა საფეხბურთო გუნდს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ბრინჯაოს სიმბოლური ფიგურა გადასცა (ნიკეს ქანდაკება - თარიღდება ძვ. წ. 150-100 წწ. აღმოჩენილია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად). ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ კი გოგონათა გუნდი ფულადი პრიზით და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა.

სრულად...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში - 2021–2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.

სრულად...

2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

სრულად...

2021 წლის 30 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სრულად...

აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია, ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და სწორედ თანადაფინანსების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი