ბათუმის შემოვლითი ახალი 14კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.
რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი, ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა; მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რიკოთზე განუცხადა, სადაც იგი ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
6 თვის წინ, როდესაც მე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქვეყანა აბსოლუტურად დაკეტილი, ჩაკეტილი იყო, ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო, კოვიდპანდემიის დროს, მკაცრი ლოქდაუნის პერიოდში, მოსახლეობამ მიიღო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
გვიხარია და დიდი პატივია, რომ სახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" პროგრამების დახმარებით სვანეთში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და აქ ათობით ახალი სასტუმრო აშენდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. საბაზისო სცენარით, აშშ დოლარის მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი სტაბილური რჩება, თუმცა ცენტრალური ბანკის ოპტიმისტური გათვლებით, წელს წლის ბოლომდე დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 3%-ით გამყარდება. მომავალ 2022 წელს კი დამატებით 3%-იან გამყარებას პროგნოზირებს.
ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ფერმერების საჭიროებებით დაინტერესდა და მათ იმ სახელმწიფო პროგრამებზე ესაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდასაჭერად ხორციელდება.
მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შატო ზეგაანში, მეღვინეებთან შეხვედრაზე განცხადა.
ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე განაცხადა.
„დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალით, 110 წლის წინ იწყება. ეს არის დიდი ისტორიის და დიდი მომავლის მქონე განსაკუთრებული სიმდიდრე - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლაგოდეხში, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.