„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 25.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შედის. საუბარია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტზე, რომელიც ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და უცხოური კინოწარმოების მოზიდვაზეა ორიენტირებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე პირველი, 2.5 კმ-ის ორზოლიანი მონაკვეთი 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება, სრულად კი პროექტი 2023-2024 წლებში დასრულდება.
კიდევ ერთხელ მინდა შევეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მოგვეცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ეს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა და ასევე თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც არის ძალიან კარგი, უნიკალური შანსი ჩვენი მეწარმეებისთვის. ამან განაპირობა, რომ ევროკავშირი გახდა უკვე, თუ არ ვცდები, რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ძალიან დიდი ინტენსივობით, სისწრაფით იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას დეპუტატ ხატია წილოსანის კითხვის პასუხად განაცხადა.
მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი, ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ინფლასიასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სწორად მიმართული ინვესტიციებით გავაუმჯობესებთ სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მდგომარეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.