საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0059 პუნქტით გაუფასურდა.
ეკონომიკის მინისტრმა პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი“ დაათვალიერა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით წარმოებას აფართოებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0087პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.001პუნქტით გაუფასურდა.
„წყალი გუდაური“ საერთაშორისო ორგანიზაციის „მსოფლიო ბრენდების დიზაინის საზოგადოების“ კონკურსში გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „წყალი გუდაური“ ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2020 წლის დეკემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 192.5 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარითა და 10 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 195.6 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0062 პუნქტით გამყარდა.
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში, სოფელ კვირიკეთში განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური სოციალური დაცვის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 958 317 შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 783 705 პირი, რომელთაგან 71.0 პროცენტი ქალია, ხოლო 29.0 პროცენტი – კაცი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0162 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.