ეკონომიკა

შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისული გეგმისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცედენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

სრულად...

რუსეთმა ხორბლის საბაჟო გადასახადი გააძვირა, ამან სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ბაზრიდან გასულები იყვნენ, საშუალება მისცა, რომ იგივე 280-285 დოლარის ფარგლებში შემოსულიყვნენ ბაზარზე. ესაა ყაზახეთი და, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინაც. ფასი არ გაზრდილა, უბრალოდ რუსული ხორბალი გარკვეული რაოდენობით ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება, – განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

სრულად...

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

სრულად...

აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია „OMV Petrom SA“ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამით საქართველო შეურთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

სრულად...

პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ 2021 წელს 30 %-ით იზრდება დაფინანსება მაგისტრალური პროექტების მიმართულებით.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი