საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0243 პუნქტით გაუფასურდა.
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ამას ყველაფერს დავაბრუნებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - „ნიუ პორტი" შეემატება, - ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0575 პუნქტით გამყარდა.
„მოძრაობა ხალხისთვის“, ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს პრობლემები „ლიბერთი ბანკთა“ დაკავშირებით, სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, ამ თემაზე მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი „ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისთან გამართა.
როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს.
საქართველოს მთავრობა კომპანიებს საბანკო სესხების გარანტიით დაემარება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტი საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას განიხილავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0356 პუნქტით გამყარდა.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.