მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ, რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში H3N2 ტიპის, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს.
ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ონკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები - ანდრე კარვალო და ოლგა ტრუსოვა ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.
თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვარკეთილის ფილიალში მამოგრაფიის ახალი აპარატი დამონტაჟდა.მამოგრაფი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამოსახულების მაღალ ხარისხს და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას უზრუნველყოფს.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდა. წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.
ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. სიახლე, მიმოქცევაში არსებულ, ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კოვიდინფიცირების 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელდა 10 233 ადამიანი, გარდაიცვალა 10 ინფიცირებული. ინფიცირების 6 005 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - კოვიდინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელდა 7 508 ადამიანი, გარდაიცვალა 5 ინფიცირებული. ინფიცირების 5 904 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.