ჯანმრთელობა

საქართველოში კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება და შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მივიდეთ. იგი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

სრულად...

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა.

სრულად...

ეს ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ საქართველოს მისცა ერთ-ერთ პირველს და ყველა ჩვენგანისთვის სირცხვილი იქნება, რომ ვერ ავითვისოთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და დააზუსტა, რომ ვაქცინის გაკეთების მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის გააკეთონ არჩევანი.

სრულად...

საქართველოში „ფაიზერის“ 29 250 დოზა შემოიტანეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.

სრულად...

პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს. ბოლო ერთი კვირაა, შეინიშნება ყველა მაჩვენებლის გაუარესება და თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება მარტივად შევიდეთ მესამე ტალღაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

სრულად...

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა მაინც სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან უპრეცედენტო პასიურობა და უდიდესი სკეპტიციზმია ვაქცინის მიმართ და ამასთან, ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს.

სრულად...

შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“.

სრულად...

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შემდეგ. მან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში დღეს გაიკეთა.

სრულად...

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი