ჯანმრთელობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 17 პაციენტს, რომელთაგან შვიდი რამდენიმე დღის წინ იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

სრულად...

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სრულად...

კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

სრულად...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოცხადდა. პანდემია არის დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად ვრცელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა სახელმწიფოთა მთავრობებს შეცვალონ კურსი და „გადაუდებელი და აგრესიული ქმედებები“ განახორციელონ.

სრულად...

ერთი პაციენტის შემთხვევაში, რომლის მდგომარეობაც მძიმე გახლდათ, მცირედი დადებითი დინამიკა არის, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

სრულად...

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაილანდი ქვეყანაში ჩასვლისთანავე ვიზების გაცემას 18 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. აღნიშნულის შესახებ ტაილანდის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

სრულად...

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად კორონავირუსი COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ამ დროისთვის 23 ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული.

სრულად...

პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი