„ილია - ჩვენი თანამედროვე" - ამ სლოგანით, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, საგურამოსა და ყვარელში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - პარხალის მონასტრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნას ხელი მოაწერა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ქეთი დოლიძის თანამდებობიდან შესაძლო მოხსნის საკითხს ეხმაურება და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ე.წ. კუკუშკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
არტ-ვილა გარიყულას „კოშკის“ აღდგენა დაიწყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტი, რომლის მიზანიც არტ-ვილა გარიყულას ყველაზე სახასიათო არქიტექტურული დეტალის - „კოშკის“ როტონდის გამაგრება, მისი იატაკისა და რიკულებიანი მოაჯირის განახლებაა, ეროვნული სააგენტოსა და თი-ბი-სი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე თევდორეწმინდის სახელობის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, 2017 წელს დაიწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე ეკლესიას და სამრეკლო-კოშკს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Gem-fest-2017” გრძელდება. მთავარ სცენაზე, ამჯერად, მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავმა, Solomun-მა დაუკრა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე ნამოსახლარ დიდგორას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.