უშგულში კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება. როგორც მესტიის მერი აცხადებს, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, ახლო მომავალში კი, საკითხზე სამსჯელოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთობლივად შეხვდებიან.
დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება და ამავდროულად, სწორი და ძალიან ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც სანიმუშოა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდგორის ველზე დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე.
დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და „არტაერას“ ორგანიზებით პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ამაღლების ქუჩაზე, თბილისური ეზოს ფორმატში გიო ცინცაძის კინომუსიკის საღამო გაიმართა.
დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაიწყო სამდღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე - „ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში”.
NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, - კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. არქიმანდრიტი დავით გარეჯის თემაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას „წაყრუებას“ უწოდებს.
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საელჩოში გაიმართა პოლონეთში მცხოვრები ხელოვანის, დიასპორის წარმომადგენლის, კონსტანტინე ციციშვილის გამოფენის - „Genezis Sacrum” გახსნა.
12 ივლისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს #4) რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.