რეგიონული თეატრების ფესტივალის მეოთხე დღე პოლონეთის Teatr nowy w zabrzu სპექტაკლმა TOP DOGS (ტოპ ძაღლები) დახურა. სპექტაკლის რეჟისორი გჟეგოჟ კემპინსკია, მხატვარი ბარბარა ვოლოსიუკი, ქორეოგრაფი კატარჟინა ალექსანდერ-კმიეცი, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი მარჩინ მიულერი.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს დატრიალებული ტრაგდეიის გამო და ორ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს.
აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიდი ქართველი მსახიობის აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორ ვეფხია ნადირაძის სპექტაკლის პრემიერა შედგა. ალეხანდრო კასონას ცნობილი პიესა „ველური“ - რეჟისორმა თავისებურად გააცოცხლა და დამსწრე საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა.
ყაზახეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ყაზახეთის რესპუბლიკაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა.
ნიკო ფიროსმანის ნახატი „ღამე არსენალი მთაზე“, კრისტის აუქციონზე დღეს, 1 486 100 დოლარად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 1 235 199-დან – 1 852 799 დოლარამდე იყო. ტილო - „არსენალის გორა ღამით“ 1907-1908 წლით თარიღდება. ნამუშევარი ზეთშია შესრულებული.
მხოლოდ ბაბილონია გამონაკლისი, რომლის ორმა ღირსშესანიშნაობამ, დაკიდულმა ბაღებმა და ქალაქის კედელმა დაიმკვიდრეს მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის ადგილი. თუმცა მას შემდეგ არაერთი საოცრება აღმოაჩინეს ამ დიდებულ, ძველთაძველ ქალაქში.
მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმატობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა.
თბილისის სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" ორგანიზებით მოეწყო. საღამოს საქართველოში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს გაეტანო დონიცეტის ოპერა "ლუჩია დი ლამერმურის" პრემიერა გაიმართება. ოპერას მაყურებელს საკონცერტო შესრულებით შესთავაზებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.