თბილისის მერი დავით ნარმანია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად ტრადიციული რეწვის და დიზაინის სამიტის, „ეთნოფესტ 2016“-ის გახსნას დაესწრო.
ირლანდიური გაზეთი „The Irish Times“ სტატიას აქვეყნებს, სათაურით „ჩაძირული საგანძური: ჰამლეტ გონაშვილი - საქართველოს ხმა“.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ხობში დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში, იყალთოს მონასტერთან ახლოს, ქვევრის სკოლა-სახელოსნოს აშენებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სვენეთსა და ახალშენს შორის მდებარე გუდაბერტყას ნამოსახლარზე ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულის ნახანძრალი შენობა აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, საკულტო ნაგებობაა.
27-30 აგვისტოს, ფრანკფურტის ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაზე „Tendence", ქართული სუვენირები პირველად იფინება.
დავით აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სადარბაზოს რესტავრაციისას, შესასვლელ კარზე ძველი საფოსტო ჭრილი იქნა აღმოჩენილი, სადაც გამოიკვეთა ძველებური ორნამენტები და ისტორიული წარწერა.
BBC საქართველოს შესახებ 4 ფილმს აჩვენებს. დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს კომპანია Edenwood Productions გადამღები ჯგუფი ეწვია.
ნინო შაბურიშვილის ფილმი „სტუმარი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმი The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival-ზე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი კინოფესტივალის 2016 წლის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.
რაჭაში, დღეს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, დღეს, 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.