საფრანგეთში 13-18 ივნისს ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 56-ედ გაიმართება, სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.
ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
„სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 ფუნტად, ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი 75 000 ფუნტად გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას „სოტბის“ აუქციონის სახლი ავრცელებს.
ევროპულ სკოლაში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის "ოქროს პეპელა"–ს დახურვის ცერემონია გაიმართა.
”ევროვიზიის” კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა. შესაბამისად, უკრაინამ 2017 წლის ”ევროვიზიის” მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა.
ხონელმა ხატმწერმა იაგო უგულავამ აღდგომის მარხვის განმავლობაში თამარ მეფის ხატი შექმნა. იგი იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში მოღვაწე ბერძენი არქიმანდრიტი კლავდიოსის თხოვნით დაიწერა. სიწმინდე ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე სვეტზე განთავსდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე „Check In Georgia”-ს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პროექტის ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არც ერთი თეთრით არ გაზრდილა.
სპორტის სასახლეში დღეს მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით The Perfetto World Tour წარდგება.
ბრიტანელი ვარსკვლავი რობი უილიამსი Youtube -ის მეშვეობით ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ 27 მაისს საქართველოში თბილისის დინამო არენაზე წარსდგება მაყურებლის წინაშე და მის ყველა ჰიტს შეასრულებს. იგი მოუწოდებს ყველას, არ გამოტოვონ მისი კონცერტი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 26 მაისის ღონისძიებების ფორმატზე საუბრობს. მიხეილ გიორგაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატი წელს განსხვავებული და საინტერესო იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.