შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ამასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
საოცრებაა, როდესაც არასამთავრობოების წარმომადგენლები, მაგალითად ეკა გიგაური აზიარებს ფარულ ჩანაწერებს და არ აღშფოთდება, როდესაც სახალხო დამცველი არ აძლევს ამას შეფასებას, – განუცხადა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა, სოზარ სუბარმა.
თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე, საქართველოს ყველა სკოლაში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
სააკაშვილის შავი არქივი, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ანონსს, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
„სახალხო ფრონტის“ დამფუძნებელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი, 91 წლის პროფესორი, ნოდარ ნათაძე, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს, რომ მისი „ძალიან მძიმე შეცდომა“ იყო ის, რომ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობიდან გადადგომა მოითხოვა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობას მოიცავს.
პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს მთავრობის წევრს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. გომელაურმა კანონმდებლებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შარშან და წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ, გააცნო სამინისტროს განვითარების ხედვა და ის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც დაწყებულია უწყებაში და მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.