მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს სანიმუშო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოვუწოდებ იმ „დიდი არქივის“ შემქმნელებს, შემნახველებს და გამავრცელებლებს : თუ არ შეწუხდებით, იმ დღის ჩემი „ფარული“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელეთ - მამაჩემი რომ დაიჭირეთ და ავტომატი ჩაუდეთ..
პატარა ქალაქებში ამბავი ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუმცა ტფილისს 1846 წლისთვის აღარ ერქვა პატარა ქალაქი, მასში უკვე 52 ათასი, სხვადასხვა ეროვნების და მრავალ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ელვისებური სისწრაფით გავრცელდა თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დაღუპვის შემზარავი ამბავი. 6 ნოემბერს დილის 9 საათზე მომხდარმა ტრაგედიამ შესძრა ტფილისი. – „ტფილისმა დაკარგა სამაგალითო შვილი, საქართველომ დიდი პოეტი, სამსახურმა კი ღირსეული გენერალი“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მედიაციით წარმართულ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.
ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლეების შეფასებისას.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და საჭიროა მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
"მთავარის" ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.