სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში შემცირებულია, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა, მოქალაქეების მხრიდან პირბადის ტარება და მთავრობის მიერ კონტროლი, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და თუ გაუარესდება მდგომარეობა, მთავრობა იძულებული გახდება, რომ გარკვეული შეზღუდვები დააბრუნოს.
მოემზადეთ, გაუგონარი სისულელისა და სიბინძურის მოსასმენად. ექიმმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"- ის ეთერიდან რამდენიმე წუთის წინ ასე ბრძანა:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ კითხვები არსებობს და მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამჯერად ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს პირადად გაეცნო.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 78, იმერეთში – 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს არა დათმობა, არამედ ნორმალურ კალაპოტში მოქცევაა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომისთვის გარკვეული პროგრესი იქნება.
მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტია. სამწუხაროდ, წარმოებამ ისე ვერ მოახერხა გაფართოება, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.