ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლაპარკებას ალტერნატივა არ აქვს და ის უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული განცხადება მიშელმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი - აღნიშნულოი შეხვედრის ინიციატორი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდებას მხარეებს შორის დიალოგის გამართვის შესახებ და განაცხადა, რომ მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის.
ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ, პოლიტიკური დიალოგის დროა, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის დასდეს მსჯავრი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი, როგორ შეიძლება, ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უხვი თოვლისაგან სოფლებისკენ მიმავალი გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.