საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილესთან დანილ ხოშაბოსთან, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან.
საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში მისი გამარჯვებისთვის საჭირო 11 780 ბიულეტენის მოძიება ან ხმების გადათვლა მოსთხოვა, გამოძიების მიზეზი გახდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება ჯორჯიის შტატის პროკურატურამ აღნიშნული სატელეფონო საუბრის საფუძველზე დაიწყო.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, კერძოდ კი, N37, N39, N41, N43, N45, N47, N49, N51, N53, N55, N57, N59, N61 და N63-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები პირადად წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი - 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს 17-მა პროცენტმა თბილისელმა მისცა ხმა თბილისის მერის არჩევნებზე. „ტვინი ჰქონდათ იმ თბილისელებს? ტვინი ჰქონდათ? ასეთ ვაჭრებს რომ ირჩევენ, ასეთ უსინდისოებს“, თქვა „ლეიბორისტების“ ლიდერმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილსა და ხელისუფლებას შორის „ვაჭრობის“ შესახებ მისთვის ცნობილია და მათი ქმედება „არის სამშობლოს ღალატი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.