საქართველოს საელჩო მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმის ცვლილების შესახებ აფრთხილებს.
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ განცხადებას ავრცელებს და უარყოფს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც რომელიც უწყების თქმით, "ჩვეულ სტილში, შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო შედგენილი".
მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ტფილისელები თავიანთ გოგონებს აგზავნიდნენ მონასტერში და ადრეც ათხოვებდნენ, ზოგჯერ აკვანშიც კი ნიშნავდნენ. ეს ჩვეულება ქართველებს გადმოჰყვათ იმ დროიდან, როცა სპარსეთის შაჰის ჰარამხანისთვის საქართველოში ლამაზ ქართველ ქალთა ,,შეთვალიერებით“ ბევრი მსტოვარი იყო დაკავებული.
გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი და ამაზე იგი პასუხისმგებლობას იღებს.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალ ყრილობაზე არ დააყენოს თავისი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე.
ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში გაუძლეს უამრავ შიდა თუ გარე მტერს, მათ შორის ცარიზმსა და ბოლშევიზმს, ცხადია, თანამედროვე ხელმოცარული ნეობოლშევიკები მათ ვერაფერს დააკლებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ ცოტა პარადოქსული სიტუაცია არის, რადგან ნიკა მელიას განცხადება პარლამენტში მაგიდაზე დევს და იმუნიტეტის მოხსნა, ერთმანეთთან გაუგებარია, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა.
რაღაც ორკესტრირებულად აიწია სამხედრო დაზვერვის თემა: იქით ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ, აქეთ ქართული მედია ძველ ამბებზე წერს. რამდენად მომგებიანია კასრების საქმის ფიგურანტის გამოყენება ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის, დავინახავთ, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე აქვეყნებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0062 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.