საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
„ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგულ და ძლიერ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციაზე „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ განაცხადა.
„ჩვენ შპს „დელტა ტექსტილი“ ხარჯების, ეკონომიისა და სამხედროებისათვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდების მიზნით დავაფუძნეთ“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, გმირული თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„ნატოსთან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.
„ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება ქვეყნის სამხედრო საექსპორტო პოტენციალს საგრძნობად გაზრდის.
ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას 2021 წლის გეგმები და თავდაცვის უწყების პრიორიტეტებიც გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების სათანადოდ დაფასება, თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური შესაძლებლობების, არტილერიის მიმართულების გაძლიერება, ეროვნული სამხედრო მრეწველობის, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება-გაუმჯობესება კვალავ გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალებში გადადგმული ნაბიჯები, სამხედრო ბაზებზე მიღებული ზომები გააცნო და უხილავ მტერთან ბრძოლის პროცესში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან პანდემიასთან ბრძოლის საქმეში თავდაცვის ძალებში გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობა კიდევ ერთხელ გაიხსენა, პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი, რომელიც მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იმყოფება, უჩვეულო მტერთან ბრძოლაშიც სხვადასხვა ფორმით აქტიურად არის ჩართული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეაჯამა. მინისტრმა საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის სრულყოფილ უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ეფექტური კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გარეშე შუძლებელია.
ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელება ძლიერი ჯარის შექმნის მყარი საფუძველია, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ის ღონისძიებები შეაჯამა, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით უწყებაში დაიგეგმა და განხორციელდა. მინისტრი ჯარის ინსტიტუციური, გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიზნით შემუშავებულ თავდაცვის ეროვნული სტრატეგიას შეეხო, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.