გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.
2012 წელს ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი მიწოდა, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ „მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია“.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე დღეში კიდევ ორი საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობებს ჩაიბარებს. ორივე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ბოლო მითითებები მისცა.
„პროტესტი უნდა გამოვხატოთ არა რევოლუციური გზით, არა შტურმით და ქვების სროლით, არამედ მშვიდობიანი ფორმით“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე ბარიერგადალახულ ახალ პარტიებს ახალი გაერთიანების ორგანიზებისკენ და მშვიდობიანი საპროტესტო მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის გარდაცვალების გამო, – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ხელმოწერილი შეთანხება „ისტორიული მნიშვნელობისაა“ და ეს სომხეთის „კაპიტულაციას“ ნიშნავს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეთანხმებას „წარმოუდგენლად მტკივნეული“ უწოდა, როგორც მისთვის, ისე სომეხი ხალხისთვის.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი განცხადებას ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებები მოუწოდებენ ყველას, „თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.