საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0122 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "ეს ქვეყანა ჩვენია"-ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლომდე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივრით  ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს, რომელმაც აღნიშნული საჩივარი განმხილველ დიდუბის საარჩევნო კომისიას არ გადაუგზავნა. ეს ქმედება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვალა, რის შემდეგაც საქმემ საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა. 

სრულად...

2020 წლის 10 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

სრულად...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის მეორე ნომერმა, თამარ ჩარკვიანმა „ევროპული საქართველოს“, „გირჩის“, „ლელოს“ და გიორგი ვაშაძის პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებისას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ყველა პარტიას სასწრაფო დიალოგისა და პარლამენტიდან ბრძოლის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს, თქვა, რომ „გრიგოლ ვაშაძე როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა და ამიტომ გააკეთა მან ამ ტიპის განცხადება“.

სრულად...

გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა „ქართულ ოცნებას“, რომ გონს მოვიდნენ, - განაცხადა ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრმა, თამარ კორძაიამ.

სრულად...

გერმანიის საელჩო საქართველოში „ფეისბუქის“ გვერდზე ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას ავრცელებს, სადაც ელჩი მიესალმება იმას, რომ „ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან“.

სრულად...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან შეზღუდვა კუს ტბის საბაგირო გზაზეც წესდება და  მისი მუშაობის გრაფიკი იცვლება. 

სრულად...

მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე! – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განმარტებას, რომელიც საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

სრულად...

წუხელ რუსთაველზე ცეკვავდნენ...უკომენტაროდ. ისედაც ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს სოცქსელ საზოგადოება... ამ დროს სამეზობლოში სრულიად ახალი რეალობა ჩამოყალიბდა და იქაც, ბაქოში, ცეკვავენ, უხარიათ და ზეიმობენ გამარჯვებას!

სრულად...

კამათობს გადაწყვეტილების შესაცვლელად, – ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი