დღეიდან ყველა პოლიკლინიკაში, სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს, რისკჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი და ვაქცინის მარაგი მთელი კვირის განმავლობაში შეივსება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს.
ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს ყოფილა, რადგან ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თანაგუნდელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„გირჩი“ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, – აღნიშნულის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მისი Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0111 პუნქტით გაუფასურდა.
„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ის ხელახლა უნდა ჩატარდეს.
„ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მას „ქართულიოცნებიდან“ დაუკავშირდნენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ, ხმების გაზრდა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა შესთავაზეს.
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობას განაგრძობს, რასაც კონტრაქტორი კომპანია საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს.
კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია. პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი „Covid-19“ ჰიბრიდული ფორმით (როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.