„გთხოვთ, არ ახსენოთ 2011 წლის 26 მაისი და ასევე გთხოვთ, ნუ ახსენებთ სახალხო კრებას! თქვენ უკვე არა გაქვთ მორალური უფლება ახსენოთ სახალხო სუფთა მოძრაობა, სადაც სპეტაკი სამშობლოსთვის დაფერფლილი ხალხი იყო გაერთიანებული!“ - ასე მიმართავს ნინო ბურჯანაძეს „სახალხო კრების“ ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
ოპოზიციის რომელ ერთობაზე ვლაპარაკობთ, ხომ ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს; ერთობა რომ ჰქონდეთ და ერთმანეთის იმედი რომ ჰქონდეთ, ეგენი გავიდოდნენ 21-ში არჩევნებზე და ნახევარ პარლამენტს აიღებდნენ, მაგრამ მათ არ აქვთ ერთობა და ეს ხალხმაც იცის, თვითონაც კარგად იციან, – განაცხადა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.
ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება. რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება.
დღეს არის ისტორიული დღე, 30 წელიწადია, პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში ლაპარაკობს სხვადასხვა ინტენსივობით არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ არასდროს ასეთი ერთსულოვნება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არის სიყალბე, ამ სიყალბეში არ უნდა მიიღო მონაწილეობა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.
გუბაზ სანიკიძის საქციელი საზიანოა იმ ბრძოლისთვის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება, თუ ამას გააგრძელებს, შეფასება იქნება ძალიან მწვავე, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გუბაზ სანიკიძის და ნიკა მელიას გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ 7 ნოემბერს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ნოემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.055 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.