„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ელექტრონული სამაჯური ხალხში მოისროლა.
ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ყველანი ერთად ვაფასებთ ამ არჩევნებს, როგორც არალეგიტიმურს და არ ვცნობთ მის შედეგებს, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის, არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების 95% ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სულ, 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3626 საარჩევნო უბნის შედეგი.
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის, კახაბერ ოქრიაშვილის ბიძაშვილი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს - 3 847 უბნიდან 3233 უბნის, 91.81%.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას პირველივე ტურში აქვს მოპოვებული გიორგი გახარიას მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი, რადგან მათ 48%-ზე მეტი მხარდაჭერა დაუფიქსირდათ, რაც კალაძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიით 62 დეპუტატი გაიყვანა პარლამენტში, ხოლო 30 მაჟორიტარული ოლქიდან კი ამ დროისთვის 14-ში აქვთ გამარჯვება მოპოვებული.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი და აქვთ დასაბუთებული მოლოდინი, რომ მანდატები 92-მდე გაიზრდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს აქვეყნებს - 3 847 უბნიდან 3233 უბნის, 84.04%.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასრულდა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.