საათში ერთხელ იღებენ მონაცემებს მათი მხარდაჭერების თაობაზე, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტი და მეტია, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამ ისტორიულ დღეს სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია.
„სიმართლე ისაა, რომ ბატონ ბიძინას საქმე ბოლომდე წასულია“, ასეთ კომენტარს აკეთებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას აზიარებს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იარაღის ტარების უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, ყოფილ სამართალდამცველს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საარჩევნო პროცესს, „ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებგებლობა და იქ დაუშვებელია, ვინმე იარაღით დადიოდეს“.
შესაძლოა, მექანიკურად მოხდა რომ ტანსაცმლის ქვემოდან გამოჩნდა იარაღი, თორემ არ მგონია ან ერთს, ან მეორეს იარაღის ტარების დემონსტრირების აუცილებლობა ჰქონდეთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება.
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა წალკა-დმანისი- ბოლნისი-თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში კახაბერ ოქრიაშვიალმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩევნებს 65%-ით იგებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.