ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი არჩევნებზე დასაკვირვებლად მარნეულის ორ საარჩევნო უბანს ეწვია.

სრულად...

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. თამარ ჟვანიამ ელჩს კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, მშვიდ გარემოში გაიხსნა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით დიდი ძალისხმევა გასწია და საარჩევნო ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა.

სრულად...

არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და განვითარებაზე,რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა კახა კალაძემ ხმის მიცემის პროცედურის გავლის შემდეგ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.    

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

„შთამბეჭდავია, რომ ამდენი ხალხი უკვე გამოსულია ხმის მისაცემად. ვიმედოვნებთ, ხმის მიცემის პროცესი იქნება თავისუფალი და არ იქნება დაშინება, ძალადობა. ესაა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე.

სრულად...

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მმართველი პარტიის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ თავის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება“ და მან ხმა „მომავალს“ მისცა.

სრულად...

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი