საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა „მთავრი არხის“ ეთერში.
იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქში, მათ შორის ტურინში, სადაც პოლიციის ოფიცრებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. მილანში, სადაც პროტესტანტები გაჰყვიროდნენ „თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება“, პოლიციამ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპლექსი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე.
რუსთავში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კოვიდისგან განკურნებული იყო და საკარანტინო სასტუმრო 25 ოქტომბერს დატოვა, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ცალკეული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ვირუსი უკვალოდ არ ქრება, არამედ ის გარკვეულ დაზიანებებს ტოვებს ორგანიზმში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 1,89 მლრდ ლარით, 5,49%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 36,38 მლრდ ლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.