პარლამენტში საქმიანობას ხუთი ახალი დეპუტატი გააგრძელებს. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის წევრებმა დადგენილების პროექტით მხარი დაუჭირეს.
თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით მთავრობის ინიციატივით „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 80 მომხრე, 2 წინააღმდეგით, პირველი მოსმენით მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში, კუშუბოურის საუბნო გზაზე ბეტონის საფარი იგება.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს. ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა ედიტე მედნეს, ანდრიუს კალინდრასა და რიინა კალიურანდს საქართველოს მრავალწლიანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საჯარისო დაზვერვის ოფიცრებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრში აერომობილური სწავლება დაასრულეს. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მუხროვანის ბაზაზე მიმდინარეობდა, სადაც მსმენელებმა საპარაშუტო და აერომობილური მომზადება გაიარეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის
ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა შერაზ გასრის საქართველოში ელჩის
პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის
თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრის მოადგილემ
ფრანგულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და
რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის
ფონზე, საერთაშორისო პარტნიორებისა და საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერების
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად ხელმოცარული, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს რაც ჩამოვთვალე, კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ესაა სწორედ ეს დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. ამ დროისთვის, ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონისკედლების მშენებლობა. და გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.