დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ოლიგარქია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და კეზერაშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან გადაცემა „დროებაში“ გააკეთა.
საბოლოო ჯამში მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამო შარშანდელი წელი და წელს მიმდინარე სიტუაცია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ შარშან გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, 2 მილიარდზე მეტი იყო FDI-ს მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მე მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - 7.1 % არის ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მტავ რობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, ვილნიუსში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღიარებული მომღერალი ნინო (ნუცა) ბუზალაძე მიიღო, დალოცა იგი და წარმატებები უსურვა.
სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.