კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცირკის მიმდებარედ სკვერი მოეწყო. აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად ჰქონდა შემოსაზღვრული და ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
„საქართველოში 754 165 ათასი პენსიონერიდან 400 ათასამდე ბებია და ბაბუა „ლიბერთი ბანკის“ მოვალეა. „ეროვნული ბანკის“ და მისი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობაა, არ მისცეს ბანკებს უფლება უკანასკნელი ლუკმაპური წაართვან ჩვენ მოხუცებს“ - აცხადებს ანა დოლიძე“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დღეიდან ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ კლინიკა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში, 168 თბილისში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და გორანბოის რაიონის დაბომბვას აგრძელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ერთი პირი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.