შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული მ.კ. და 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ გამოძიება ეხება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას და არა მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005).
მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით, 25-30 ოქტომბრიდან საქართველო „რემდესივირს“ მიიღებს, – განუცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა.
ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმინეს, რომელმაც საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წარმოადგინა.
2020 წლის 12 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაართან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გაუფასურდა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა და აღჭურვა 2.5 მლნ ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.