დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი, 2020-2021 სააღმზრდელო წელი დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესის წარმართვას დიდუბის რაიონში მდებარე N93 და N102 საბავშვო ბაღებში გაეცნო, სადაც დღეს აღსაზრდელების პირველი ნაკადი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად მიიღეს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რატომ ქირქილებენ ოლიგარქები და რატომ ცდილობენ ბიზნესმენები პოლიტიკაში ყოფნას? იმიტომ, რომ პოლიტიკაში ყოფნისას იშოვნეს ის, რაც აქვთ და უფრო მეტი რომ იშოვნონ, პოლიტიკა სჭირდებათ „კრიშად“. მილიონერი რომ ხარ და ყველა ხელისუფლებაში მწვანე გაქვს ანთებული, რატომ არ იქირქილებ?!
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ბ.ჭ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
„სააკაშვილის რუსული ორიენტაციის ჰიბრიდული მუტანტი გიგა მაქარაშვილი აშკარად აიჭრა. იგი ითხოვს სადავო ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემას, ხოლო იმ ადამიანების განთავისუფლებას, რომლებმაც ეს ვერაგული გეგმა დაგეგმეს! საოცარი პირდაპირ...
„მოკლედ ძვირად დაუჯდა ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში არ ჩასვლა.მისი პოლიტიკური საქმე დამთავრებულია. პუტინის სქემამ წარმატებით იმუშავა. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ გაერთიანებულ რუსულ--სომხურ სახელმწიფოს ჩვენს რეგიონში. ეს უდიდესი საფრთხე იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, არა ნაკლები ოკუპაციაზე. გარდაუვალი ხდება ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულებათა გაფორმება. ესაა ისტორიული რეალობა“,- წერს „ფეისბუქზე“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი.
„სულ მიკვირს, რა ნამუსით ლანძღავს ინგა გრიგოლია ხელისუფლებას: მისი ქალიშვილი სუსში მუშაობს, ისევე როგორც მისი სიძე (შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი)... ამასთან, მათი შვილი, ანუ ინგას შვილიშვილი - ბერას ნათლულია!.. მიპასუხეთ, ასე თავდაუზოგავად რა ნამუსით ლანძღავს გრიგოლია ხელისუფლებას?!“ - წერს „ფეისბუქზე“ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.
ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან 18 არასრულწლოვანია. ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. ოთხი ინფიცირებული კი ამავე სკოლის პედაგოგია.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო. ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებთან ერთად პირველ საცდელ ველოგარბენშიც მიიღო მონაწილეობა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა პენსიონერებთან შეხევდრაზე განაცხადა, რომ 31 ოქტომბრიდან, „ქვეყნისყლაპია ოლიგარქის“ გასტუმრების შემდეგ, ისტორიული საპენსიო რეფორმა დაიწყება, რომლის მიხედვითაც პენსიონერებს გაუორმაგდებათ პენსია, ასევე, დაერიცხებათ სტაჟის მიხედვით დაანგარიშებული მეცამეტე პენსია, ხოლო საპროცენტო ვალები მთლიანად ანულირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.