შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შპს „თანაზიარმა“ 12 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0063 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

მღვდელ-მონაზონმა კირიონმა ქართული არხის გადაცემა „უცნობის კიდობანში“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის პროცესთან დაკავშირებით, დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მან ამ საქმეში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის პრემიერობის დროს დეტალურად დაინტერესდა დავით გარეჯის თემით.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა Home-ში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა HR პროფესიონალთა ასოციაციისა (HRPA) და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ორი მიმართულება განიხილეს: HR პროფესიონალების ჩართულობის გაზრდა პროფესიული განათლების სისტემაში და საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.

სრულად...

აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძე, ევროკავშირის ოფისის პოლიტიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელ ასუნსიონ სანჩესს; ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთისა და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლებს  შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი