საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გამყოფი ხაზები, საგზაო მონიშვნები და ქვეითთა გადასასვლელები დაიხაზა. სამუშაოები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ აწარმოა.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს.
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას ულოცავს.
„მე ციხე ვერ გამტეხს. კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას ვეღარ შევეგუები. ჩემს უკან დგას ოჯახი, დედა, მამა, სიმართლე...“ - ასე მიმართა დავეთ გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთი-აფრიკის ონლაინ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის დედაქალაქისთვის უსასყიდლოდ გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვა არის, „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ მზად არიან ასევე საჩუქრად მიიღონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მფლობელობაში მყოფი დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიები“.
"62 წლის ივერი მელაშვილს რომ დაჰგურგურებთ, ასაკოვანია, მოხუცია და ემანდ არაფერი მოუვიდესო, 69 წლის აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე რომ დააპატიმრა მანიაკმა სააკაშვილმა, მაშინ რატომ არ შეწუხდით მისი ასაკის გამო?!
დაბა მესტიაში, ბეთქილის ქუჩაზე, გზის საფარის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 743 696 ლარი.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.