გარეჯი სააკაშვილმა „სოკარს“ მიჰყიდა, - ასეთი განცხადება გააკეთა ირაკლი კაკაბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

სრულად...

ზუგდიდის რესტორანში ვანო მერაბიშვილს ქართული მარშის წარმომადგენელი გიორგი გაბედავა დაუპირისპირდა, რის შედეგადაც სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრმა რესტორანი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.  

სრულად...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

სრულად...

ზოგადად, სახელისუფლებო ვერტიკალი პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ მოეგო 7-8 თვე და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.

სრულად...

თბილისის მერიის დაკვეთით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად...

აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

სრულად...

ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, რომლებიც სამორინეებში, რესტორნებში, ასევე თურქეთში დროებით იყვნენ დასაქმებულები, კვლავ მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, პროცენტის შემცირებას, კომპენსაციების გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი