ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა. დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების მიერ სრულად ლიკვიდირებულია.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ბევრ ქვეყანაში ინფექციის ახალი დადასტურებული შემთხვვები მკვეთრად მატულობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, როგორც აღმოსავლეთ ევოპის ლიდერის როლზე ისაუბრეს გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვრადია) I ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ასეულის მეთაური და დივიზიონის წევრები.
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება აჭარას, სადაც სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, შესაბამისად, გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0129 პუნქტით გამყარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის შექმნილი და შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.