ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ნათია სულავასთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. ეროვნული გმირის წოდება გენო ადამიას გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტმა მიანიჭა.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზება გამოცხადდა.
(GUARDIAN.GE) - სომხეთი უნდა გაჩერდეს და აუცილებლად გავაჩერებთ, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მას შემდეგ, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება და შეტაკებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ბეთანიაში, კიდევ რამდენიმე ქუჩაზე გზის მოწყობა დასრულდა. რეაბილიტირდა თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩები, რომლებზეც ტრანსპორტის გადაადგილება პრობლემური იყო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევიდან უმტესობა -193 აჭარას, 43 კი თბილისს უკავშირდება.
(GUARDIAN.GE) - აზერბაიჯანის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის სადავო მთიანი ყარაბახის რეგიონის გამო შეტაკებები განხორციელდა, ჩამოგდებულია სულ მცირე ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, იტყობინება BBC.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.