საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
„კარგი ამბავი! მსოფლიო რაგბის დაჭაობებულმა მმართველობამ იკადრა და აპირებს საქართველო „8 ერის“ ექსპერიმენტალურ ტურნირში მიიწვიოს. ჯგუფებში გუნდები თავიდან გადაანაწილეს და გვიწევს თამაში ჯგუფში ინგლისი, ირლანდია, უელსთან. მეორე ჯგუფში იქნებიან: ფიჯი, შოტლანდია, იტალია, საფრანგეთი. თამაშები დიდ ბრიტანეთში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. მსოფლიო რაგბის კავშირმა ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ჩვენი მიწვევა უახლოეს პერიოდში“, წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ბრიტანულ „ტელეგრაფზე“ დაყრდნობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარის დებიტორული დავალიანება უკვე ჩამოწერილია და ამჟამად თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ერიცხება.
მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, რომელიც მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ მიერ ნინოწმინდისა და ახალქალაქის ოლქში კანდიდატად არ დასახელდა, დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა და საარჩევნო კამპანია ნინოწმინდის ახალგაზრდებთან შეხვედრით დაიწყო.
რუსულ მედიაში საქართველოსა და მისი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის შესახებ მორიგი ფეიკნიუსი გავრცელდა. პორტალზე 'gosnovosti' განთავსდა სტატია - “საქართველო რუსეთის მიმართ პროვოკაციებით სარგებელს ნახულობს”. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება გაიმართა თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან, რომელიც ცნობილია, როგორც "საქართველოს მატიანე". ღონისძიების ფარგლებში "პატრიოტებმა" როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ნაძალადევის რაიონში კი, "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენარალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქალაქ გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამოვლენის გამო, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.