უხვი ნალექის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, მეხუთე პირი დააკავეს. გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამოცნობის ჩატარების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ - ამ სათაურით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს საავარიო შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოება მხოლოდ ღამის საათებში შეეძლებათ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის სხვა ღონისძიებებთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საცობებისგან განტვირთვა და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა.
გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩის ზედა მხარეს არსებულ ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შედის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, „თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.