თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 421 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის კი მძიმედ ფასდება.
იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ტონს უწონებს და აცხადებს, რომ გახარიას ქცევა „თავშეკავებული და ძალიან კორექტულია“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქციული პორტალის პრეზენტაცია გამართა.
(GUARDIAN.GE) - მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი გუბაზ სანიკიძე „გამოცვლილ“ ბიძინა ივანიშვილს და „გამოცვლილ“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ გულწრფელი იყო მაშინ, როცა სააკაშვილს ებრძოდა და გულწრფელია ახლაც, როცა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის, 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 პირი - 1979 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედი დეპუტატი და ამავე დროს ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში სამველ მანუკიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. იგი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გოგაშენს, აფნიას, ქარცეფს, აზმანას და ოკამს მუნიციპალიტეტის მერთან, იურიკ უნანიანთან ერთად ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
10 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.