შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაშია გადატანილი და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრი მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით სუ-25 გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების, UH-1-ების და L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება.

სრულად...

ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ,  თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4„ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 23 აჭარას, 5 შემთხვევა კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზესტაფონში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, მეტყევეებს შეხვდა.  „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ინტენსიურად ხორციელდება  სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს  ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

სრულად...

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიღებისთვის მზადყოფნის გაძლიერების მიზნით, კოვიდ-კლინიკებს 85 საწოლი დაემატა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი - 1978 წელს დაბადებული რ.ჩ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაინფიცირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1993 წელს დაბადებული მ.ხ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სრულად...

2020 წლის 7 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი