ირაკლი ღარიბაშვილს შევახსენებ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ან ნებისმიერ სხვა საქმეში ჩემი დადანაშაულება „ოცნების“ პროკურატურას და სასამართლოსაც არ მოსვლია აზრად, - ამის შესახებ განცხადებას „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია „ფეისბუქში“ ავრცელებს.
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით, ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში, რაც მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ არ ხართ დარწმუნებული, ვინ მოიგებს ამ ომს, მაშინ, როდესაც სრულიად დასავლეთი შეთანხმებულია და გაერთიანებული, რომ უკრაინა იცავს თავის სუვერენიტეტს და თქვენ ხედავთ, მათ შორის, რესურსებს და ძალისხმევას, რომელიც ამ მხრივ არის გადადგმული, – მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
ქალბატონო თეონა [აქუბარდია], თქვენ რომ იყოთ ობიექტური უსაფრთხოების ექსპერტი, დავარქვათ, გამოხვიდოდით და მოუწოდებდით თქვენს რადიკალურ ექსტრემისტებს, მე-5 კოლონის წარმომადგენლებს, რომ დაუშვებელია ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, ელოდება კანდიდატის სტატუსს და უკრაინაში არის დამანგრეველი ომი, აქ არ უნდა იმართებოდეს აქციები მთავრობის დამხობის და დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით. აი, მაგ შემთხვევაში მე თქვენ მხარს დაგიჭერდით და პატივს ვცემდი თქვენს პოზიციას, მაგრამ თქვენ გამოდიხართ და იმეორებთ იმ ნარატივს, რომელიც ჩამოყალიბებულია მე-5 კოლონის მიერ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
ქალბატონი თეონა აქუბარდია მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. მინდა ხალხს შევახსენო რომ დოკუმენტი კი არა სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ვენ ვახორციელებთ და არა თქვენს მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელმაც უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა.
ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია და ახლა ველოდებით კანდიდატის სტატუსს-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის დეპუტატს თეონა აქუბარდიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.